აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს 2026 წლის პროგრამის, „აგროსექტორის მდგრადი განვითარება”, კონკურსი გამოცხადდა
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს 2026 წლის პროგრამის „აგროსექტორის მდგრადი განვითარება”, – გამოცხადდა კონკურსი – „მეთევზეობისა და თევზის წარმოების” განვითარების ფარგლებში, რომელიც ითვალისწინებს აგრარული ფესტივალის თანადაფინანსებას. ინფორმაციას აჭარის მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს.
მათივე ცნობით, საკონკურსო განაცხადების მიღება იწარმოებს 2026 წლის 11 ივნისიდან 17 ივნისის ჩათვლით.
“დეტალური ინფორმაციისათვის მიმართეთ, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს.
ტელეფონი: 0 422 24 78 46
ვებ-გვერდი: www.agriculture.ajara.gov.ge,”- წერია ინფორმაციაში.