მაია სანდუ: საქართველოს მომავალი ევროპაშია და ამას მათ ვერავინ ვერ წაართმევს

ქართველები ევროპელები არიან, საქართველოს მომავალი ევროპაშია და ამას მათ ვერავინ ვერ წაართმევს, – ამის შესახებ მოლდოვას პრეზიდენტი, მაია სანდუ სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.

მისი თქმით, მოლდოვა სოლიდარობას უცხადებს ქართველ ხალხსა და საქართველოს პრეზიდენტს თავისუფლებისთვის ბრძოლაში.

„მოლდოვა გმობს ძალადობას მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ და სოლიდარობას უცხადებს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილსა და ქართველ ხალხს თავისუფლებისთვის ბრძოლაში“, – წერს სანდუ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები