პეტრას აუსტრევიჩიუსი: EU-მ უნდა გაუუქმოს უვიზო რეჟიმი დიპლომატიური პასპორტების მფლობელებს და დააწესოს ინდივიდუალური სანქციები
ევროპარლამენტარი, პეტრას აუსტრევიჩიუსი საქართველოში განვითარებულ მოვლენებს X-ზე ეხმაურება.
“მმართველმა “ქართულმა ოცნებამ” მიიღო არაკონსტიტუციური გადაწყვეტილება, გააუქმოს ქვეყნის ევროპული ინტეგრაციის გადაწყვეტილება. პოლიტიკის ამ ფუნდამენტურ ცვლილებას საქართველო რუსეთისადმი მიჯაჭვულობისკენ და დიდი გაურკვევლობისკენ მიჰყავს. ევროკავშირმა უნდა გაუუქმოს უვიზო რეჟიმი დიპლომატიური პასპორტების მფლობელებს და დააწესოს ინდივიდუალური სანქციები”,- წერს აუსტევიჩიუსი.
შეგახსენებთ, რომ მოქალაქეების პროტესტი რუსთაველის გამზირზე პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებას მოჰყვა, რომელმაც განაცხადა, რომ 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში მთავრობა ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხს არ დააყენებს.