ისრაელმა ღაზას ცენტრალური ნაწილი დაბომბა – დაღუპულია 26 ადამიანი

ისრაელის საჰაერო ძალებმა ღაზას სექტორის ცენტრალური ნაწილი დაბომბა, რის შედეგადაც 26 ადამიანი დაიღუპა,- ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

დაბომბვის გარდა, ისრაელის არმია ღაზის სექტორში სამხედრო ოპერაციას ტანკების გამოყენებითაც აწარმოებდა.

Reuters-ის ცნობით, ღაზის სექტორში ესკალაცია მას შემდეგ მოხდა, რაც ისრაელსა და ლიბანში მოქმედ დაჯგუფება “ჰეზბოლას” შორის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მიღწეული შეთანხმება ამოქმედდა. მედიის ინფორმაციით, ამ ამბავმა ღაზაში მცხოვრები ადამიანები დააიმედა, რომ, შესაძლოა, მალე ანალოგიური შეთანხმება ისრაელსა და “ჰამასს” შორისაც გაფორმდეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები