აშშ-ის სენატორი მარშალი ქალისა და მამაკაცის სქესის განსაზღვრის დაკანონების ინიციატივით გამოდის – კანონპროექტში აღნიშნულია, რომ ადამიანი არის ან მამაკაცი ან ქალი და სქესი არ განისაზღვრება თვითიდენტიფიკაციით

აშშ-ის კონგრესის სენატორმა კანზასიდან როჯერ მარშალმა წარადგინა კანონპროექტი, რომელიც ტრანსგენდერული იდეოლოგიის მომხრეთა წინააღმდეგ არის მიმართული და ქალისა და მამაკაცის მცნებას „ბიოლოგიური“ ჭეშმარიტების თვალსაზრისით ადგენს.

ამერიკული მედიის ინფორმაციით, კანონპროექტი, რომლის სახელწოდებაა „2024 წელს მამაკაცისა და ქალის სქესის განსაზღვრის შესახებ“, საკანონმდებლო დონეზე განსაზღვრავს მამრობითი და მდედრობითი სქესის განსხვავებებს.

„როგორც ექიმმა, რომელიც 5 ათასზე მეტ მშობიარობას დავესწარი, შემიძლია დარწმუნებით ვთქვა, რომ ბავშვებში სქესის თემის პოლიტიზება და საკუთარი რადიკალური მიზნებისთვის ამის გამოყენება, არა მხოლოდ არასწორია, არამედ, ძალიან სახიფათოა. მე არ მეგონა, რომ დაგვჭირდებოდა კანონმდებლობა, რომელიც გვეტყოდა, რომ არსებობს ორი სქესი: მამრობითი და მდედრობითი, თუმცა, როგორც ჩანს, ეს დრო დადგა“, – თქვა მარშალმა.

„ჩვენ სქესის იურიდიული განმარტების კოდიფიცირება უნდა მოვახერხოთ, რათა ის დაეყრდნოს მეცნიერებას და არა გრძნობებს. ჩვენი კანონმდებლობით ჩვენ ბაიდენ-ჰარისის ადმინისტრაციის თავდასხმას ბავშვებზე გავანეიტრალებთ“, – განმარტა სენატორმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები