აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარე ბორჯომში მცხოვრებ აფხაზეთიდან დევნილებს შეხვდა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე ბორჯომში, დევნილთა კომპაქტურ ჩასახლებებში მცხოვრებ იძულებით გადაადგილებულ მოსახლეობას შეხვდა. ინფორმაციას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს.

მთავრობის თავმჯდომარე კომპაქტურ ჩასახლებებში არსებულ ძირითად საჭიროებებს პირადად გაეცნო და საცხოვრებელ პირობებთან დაკავშირებული საკითხების შესახებ დეტალური ინფორმაცია მოისმინა.

გიორგი ჯინჭარაძემ აღნიშნა, რომ აფხაზეთის მთავრობა ყველაფერს გააკეთებს, რათა მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა გაუმჯობესდეს და აფხაზეთში დაბრუნებამდე მათ ღირსეული საცხოვრებელი პირობები ჰქონდეთ.

შეხვედრაზე, ასევე, განიხილეს ის პროექტები, რომელთა განხორციელებაც აფხაზეთის მთავრობის მიერ დევნილთა კომპაქტური ჩასახლების ადგილებში იგეგმება.

აფხაზეთიდან დევნილი პირების საჭიროებების შესწავლისა და დროული რეაგირების მიზნით შეხვედრები მომავალშიც გაგრძელდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები