მაია ბითაძე: თურქეთის რესპუბლიკის სპიკერმა ერთმნიშვნელოვნად გაუსვა ხაზი იმას, რომ საქართველოს ძალიან დიდი დამსახურებაა, რომ ამ ძალიან რთულ გეოპოლიტიკურ ვითარებაში, რეგიონში არ მოხდა სიტუაციის ესკალაცია
“თურქეთის რესპუბლიკის სპიკერმა ერთმნიშვნელოვნად გაუსვა ხაზი იმას, რომ საქართველოს ძალიან დიდი დამსახურებაა, რომ ამ ძალიან რთულ გეოპოლიტიკურ ვითარებაში, რეგიონში არ მოხდა სიტუაციის ესკალაცია,” – ამის შესახებ პარლამენტის გარემოს დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, მაია ბითაძემ განაცხადა.
„ჩვენი მთავარი გზავნილი გარდა სამომავლო ეკონომიკური გეგმებისა, იყო არაღიარების პოლიტიკის გაძლიერება. ძალიან კარგი გზავნილები მივიღეთ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების მხრიდან. თურქეთის რესპუბლიკის სპიკერმა ერთმნიშვნელოვნად გაუსვა ხაზი იმას, რომ საქართველოს ძალიან დიდი დამსახურებაა, რომ ამ ძალიან რთულ გეოპოლიტიკურ ვითარებაში, რეგიონში არ მოხდა სიტუაციის ესკალაცია“, – აღნიშნა ბითაძემ.