საქართველოს პროკურატურის ანტინარკოტიკული კამპანიის ფარგლებში, თბილისის სკოლებში საინფორმაციო შეხვედრები გაიმართა

საქართველოს პროკურატურის ანტინარკოტიკული კამპანიის ფარგლებში, პროკურორებმა თბილისის N145-ე, N106-ე, N190-ე, N211-ე, N212-ე საჯარო სკოლების და კერძო სკოლა „ალბიონის“ მოსწავლეებთან საინფორმაციო შეხვედრები გამართეს.
პროკურატურის ინფორმაციით, საინფორმაციო შეხვედრებზე პროკურორებმა დეტალურად ისაუბრეს ნარკოტიკულ დანაშაულზე, შესაბამის სამართლებრივ პასუხისმგებლობასა და ამ მიმართულებით კანონით გათვალისწინებულ სასჯელებზე. ასევე შეხვედრებზე ყურადღება გამახვილდა იმ მძიმე შედეგებზე, რასაც იწვევს ნარკოტიკული საშუალების მოხმარება.
შეხვედრა ინტერაქციულ რეჟიმში წარიმართა, სკოლის მოსწავლეებმა მათთვის საინტერესო შეკითხვებზე პროკურატურის წარმომადგენლებისგან ამომწურავი პასუხები მიიღეს.
აღსანიშნავია, რომ მსგავსი ღონისძიებების მთავარი მიზანი მოზარდებში სამართლებრივი ცნობიერების ამაღლება და დანაშაულის პრევენციაა. საქართველოს პროკურატურა სხვადასხვა სამართლებრივ თემაზე საინფორმაციო შეხვედრებს აქტიურად ატარებს, რაც მომავალშიც.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები