“ქალბატონო სალომე! თქვენს პოსტში არა მხოლოდ არასწორი სიტყვები და ორთოგრაფიული შეცდომებია, არამედ თავიდან ბოლომდე შეცდომა ხართ” – წილოსანი პრეზიდენტს მიმართავს
“ქალბატონო სალომე! თქვენს პოსტში არა მხოლოდ არასწორი სიტყვები და ორთოგრაფიული შეცდომებია, არამედ თავიდან ბოლომდე შეცდომა ხართ”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრი, ნინო წილოსანი სოციალურ ქსელში წერს, რითაც პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ფეისბუქპოსტს ეხმაურება.
“ხოლო მათ, ვინც ხვალ საქართველოს პარლამენტის მუშაობაში ხელის შეშლას და ანარქიას აპირებს, არსებობს კანონი და დემოკრატიის დაცვის საერთაშორისოდ მიღებული ნორმები – სტრატეგიული ან განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ხელში ჩაგდება ან ბლოკირება- არის დანაშაული და ისჯება სისხლის სამართლის მუხლებით, პატიმრობით .. მუხლი 222”, – წერს წილოსანი.
სალომე ზურაბიშვილის შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებას გამოეხმაურა და დაწერა: “ბარემ ეთქვათ, ყველას დაგიჭერთო, ეს კონსტიტუციის პრინციპის, მანიფესტაციის და შეკრების უფლების დარღვევაა“.