ხუბუა ოპოზიციას და ენჯეო სექტორს: ამერიკელებმა ყური აგიწიეს, კუთხეში დაგაყენეს და პრემიერ კობახიძის გამოსვლის მშვიდად მოსმენა მოგისაჯეს? პრორუსულად და არალეგიტიმურად შერაცხილი მთავრობა ამერიკის საელჩოს ტერიტორიაზე უცებ ანტირუსული და ლეგიტიმური გახდა? რატომ არ მოაწყვეთ ობსტრუქცია?
„ო, როგორ საცოდავად და სამარცხვინოდ გამოიყურებოდნენ გუშინ, აშშ -ის საელჩოში გამართულ ღონისძიებაზე მიძურწული ბუდარა ბოკერია, ბუდარიხა ჩერგოლეიშვილი, ბაბუცა და სხვა ოლე-ოლა ნაცლიბერალები, ეს ლუზერი რადიკალები და ხელმოცარული რევოლუციონერები,- წერს ჟურნალისტი ჯაბა ხუბუა X-ზე.
ხუბუას განცხადებით, თუ ოპოზიცია და ენჯეო სექტორი ხელისუფლებას „პრორუსულს“ და „არალეგიტიმურს“ უწოდებს, მაშინ შესაბამისი რეაქცია უნდა გამოეხატათ საელჩოს მიღებაზეც, მაგრამ ისინი ამერიკის პოზიციას ემორჩილებიან, შესაბამისად დამოუკიდებლად ვერ მოქმედებენ.
„ო, როგორ საცოდავად და სამარცხვინოდ გამოიყურებოდნენ გუშინ, აშშ -ის საელჩოში გამართულ ღონისძიებაზე მიძურწული ბუდარა ბოკერია, ბუდარიხა ჩერგოლეიშვილი, ბაბუცა და სხვა ოლე-ოლა ნაცლიბერალები, ეს ლუზერი რადიკალები და ხელმოცარული რევოლუციონერები… რაო, თქვე მშიერმუცელა მონებო, ამერიკელებმა ყური აგიწიეს, კუთხეში დაგაყენეს და პრემიერ კობახიძის გამოსვლის მშვიდად მოსმენა მოგისაჯეს? რატომ არ მოაწყეთ ობსტრუქცია და ოლე-ოლა რატომ არ შემოსძახეთ? რაო, თქვენს მიერ პრორუსულად და არალეგიტიმურად შერაცხილი მთავრობა ამერიკის საელჩოს ტერიტორიაზე უცებ ანტირუსული და ლეგიტიმური გახდა? კარგად იცოდით, რამე თქვენებური გამოხტომა რომ გაგებედათ საელჩოს ღონისძიებაზე, თქვენივე პატრონებისაგან მოგხვდებოდათ ყურისძირში და ამიტომაც იდექით სარგადაყლაპულებივით, თქვე ჩმორებო! სწორედ ეგაა თქვენნაირი აგენტურის ხვედრი – რასაც პატრონი გიბრძანებთ, თქვენივე გადაფურთხებულის ალოკვის ჩათვლით, უსიტყვოდ უნდა აღასრულოთ! და ასრულებთ კიდეც!“- წერს ხუბუა X-ზე.
https://x.com/i/status/2072623955538579745