შაკო კუჭაშვილი: ირეგულარი რაზმაძე და „ექიმი“ ახობაძე ამერიკის საელჩოში პრემიერ კობახიძის გამოსვლას გასუსულები უსმენდნენ; კარგია, რომ ჩვეული დებოში არ მოაწყეს, თუმცა, ამათი მხრიდან იმავე პატივისცემას საქართველოს სახელმწიფო ორგანოები არასდროს იმსახურებენ – ეს უსამშობლოების საყოველთაო დიაგნოზია, პატივი სცე ყველაფერს, გარდა ქართულისა
“ირეგულარი რაზმაძე და საეჭვო რეპუტაციის მქონე „ექიმი“ ახობაძე ამერიკის საელჩოში პრემიერ კობახიძის გამოსვლას გასუსულები უსმენდნენ”, – ამის შესახებ სამოქალაქო აქტივისტი, შაკო კუჭაშვილი ოპოზიციონერი აქტივისტების – თორნიკე რაზმაძისა და გიორგი ახობაძის შესახებ წერს, რომლებიც აშშ-ის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო მიღებას ესწრებოდნენ.
მისი განცხადებით, კარგია, რომ “აქტივისტებმა ჩვეული დებოში არ მოაწყვეს, თუმცა, მათი მხრიდან იმავე პატივისცემას საქართველოს სახელმწიფო ინსტიტუტები არასდროს იმსახურებენ, რადგან უსამშობლოების დიაგნოზია, რომ პატივი უნდა სცენ ყველაფერს, გარდა ქართულისა”.
“პრინციპში, ესეც პატარა გამარჯვებაა. კარგია, რომ მათ პატივი სცეს ამერიკის დამოუკიდებლობის დღეს და ჩვეული დებოში არ მოაწყეს. თუმცა, უნდა ითქვას, რომ ამათი მხრიდან იმავე პატივისცემას საქართველოს სახელმწიფო ორგანოები და ინსტიტუტები არასდროს იმსახურებენ – ეს, ერთი მხრივ, უსამშობლოების საყოველთაო დიაგნოზია. პატივი სცე ყველაფერს, გარდა ქართულისა”, – წერს კუჭაშვილი.