პუტინი: ქალაქ დნიპროზე რუსულმა ჯარმა იერიში საშუალო მანძილზე მოქმედი ახალი ბალისტიკური რაკეტით მიიტანა
რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა აღიარა, რომ ქალაქ დნიპროზე რუსულმა ჯარმა საშუალო მანძილზე მოქმედი ახალი ბალისტიკური რაკეტით მიიტანა იერიში.
რუსეთის პრეზიდენტის განცხადებით, კონფლიქტი რუსეთის სიღრმეში დარტყმების შემდეგ გლობალური გახდა და მათი უახლესი სარაკეტო კომპლექსების შემდგომი ობიექტები რუსეთის უსაფრთხოებიდან გამომდინარე განისაზღვრება.
ვოლოდიმირ ზელენსკის შეფასებით კი, ახალი ბალისტიკური რაკეტის გამოყენებით პუტინმა წელს მეორედ გადადგა ნაბიჯი ომის ესკალაციისკენ და გაეროს წესდება დაარღვია.
პენტაგონის ინფორმაციით, მოსკოვმა ვაშინგტონს რაკეტის გაშვებამდე წინასწარ შეატყობინა.