ირაკლი კუპრაძე: გვაქვს შეთავაზება, რომ სიების ჩახსნა გაკეთდეს ერთდროულად, ოთხივე პოლიტიკური სუბიექტის მიერ, პრეზიდენტის ჩართულობით

“სიების ჩახსნა მოხდება მაშინ, როდესაც ამის სამართლებრივი შესაძლებლობა იქნება. სამართლებრივ შესაძლებლობას იძლევა საქართველოს პარლამენტის პირველი სხდომა”,- ამის შესახებ “ლელოს” ერთ-ერთმა ლიდერმა ირაკლი კუპრაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ისინი გამოდიან ინიციატივით, რომ ეს პროცესი ოთხივე ოპოზიციურმა სუბიექტმა ერთდროულად, პრეზიდენტის ჩართულობით გააკეთოს.

“ეს გადაწყვეტილება მიღებულია, ჩავხსნით სიებს, ინდივიდუალურად ვიტყვით მანდატებზე უარს. ასევე, გვაქვს შეთავაზება, რომ ეს გაკეთდეს ერთდროულად, ოთხივე პოლიტიკური სუბიექტის მიერ, პრეზიდენტის ჩართულობით. ვეთანხმები მამუკა ხაზარაძეს, რომ ჯიუტობის დრო არ არის. კომუნიკაცია პროდასავლურ ოპოზიციურ პარტიებს შორის არის მნიშვნელოვანი, შედგება თუ არა შეხვედრა ან როდის შედგება, ამის შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ გვაქვს”, – განაცხადა ირაკლი კუპრაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები