შალვა პაპუაშვილი: მომავალ კვირას, პარლამენტის უფლებამოსილების ცნობასთან ერთად, ნდობას გამოვუცხადებთ მთავრობას

“მომავალ კვირას, პარლამენტის უფლებამოსილების ცნობასთან ერთად, ნდობას გამოვუცხადებთ მთავრობას”,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

პაპუაშვილმა პრეზიდენტის არჩევის წესზეც ისაუბრა.

“რაც შეეხება პრეზიდენტის არჩევის წესს, თარიღის ჩანიშვნის შემდეგ უკვე ცესკო ერთვება პროცესში, რომელიც ატარებს ამ არჩევნებს. თარიღის დანიშვნის შემდეგ, ცესკო აყალიბებს საარჩევნო კოლეგიას, რომელიც 300 წევრისგან შედგება, ამ 300 წევრში არის პარლამენტის 150-ვე წევრი, ხოლო მეორე ნახევარი ყალიბდება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ოცი წევრისგან, აჭარის უმაღლესი საბჭოს 21 წევრისგან, დანარჩენი 109 წევრი უკვე ყალიბდება თვითმმართველობის წარმომადგენლებისგან, 2021 წელს არჩევნებში მიღებული პროპორციის შესაბამისად. ამ პროპორციასაც ადგენს ცესკო“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები