შალვა პაპუაშვილი: საქართველოს პარლამენტის პირველი სხდომა გაიმართება 25 ნოემბერს – მას უხუცესი წევრი ლადო კახაძე წარუძღვება

პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განაცხადებით, საქართველოს კონსტიტუციის 38-ე მუხლის ვალდებულებიდან გამომდინარე, საქართველოს პარლამენტის პირველი სხდომა 25 ნოემბერს, 12:00 საათზე დაიწყება.

„ახლად არჩეული პარლამენტის პირველი სხდომა უნდა გაიმართოს შედეგების ოფიციალურად გამოცხადებიდან არაუგვიანეს მეათე დღისა. ასევე, მოგეხსენებათ, რომ სალომე ზურაბიშვილი კვლავ არღვევს საქართველოს კონსტიტუციას და არ ნიშნავს პირველ სხდომას. შესაბამისად, საქართველოს კონსტიტუციის 38-ე მუხლის ვალდებულებიდან გამომდინარე, საქართველოს პარლამენტის პირველი სხდომა გაიმართება 25 ნოემბერს, დაიწყება 12:00 საათზე“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

მან პროცედურებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ პარლამენტის პირველ სხდომას უხუცესი წევრი ლადო კახაძე გახსნის.

„ცესკოს მიერ უკვე არის გამზადებული არჩეულ წევრთა დროებითი მანდატები. ამიტომ ყველა არჩეულმა წევრმა დროებითი მანდატი ცესკოსგან უნდა აიღოს. 25 ნოემბერს 11:00 საათიდან დაიწყება რეგისტრაცია. წერილობითია რეგისტრაცია, ვინაიდან ჯერ ელექტრონულ სისტემაში არ არიან პარლამენტის ახალი წევრები შეყვანილი და პარლამენტის სხდომათა დარბაზთან იქნება შესაძლებელი სიის მეშვეობით ახლად არჩეული წევრების რეგისტრაციაში გატარება 11:00 საათიდან. 12:00 საათზე დაიწყება ახლად არჩეული პარლამენტის პირველი სხდომა, რომელსაც წარუძღვება მისი უხუცესი წევრი, ბატონი ლადო კახაძე“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები