მედია: უახლოეს დღეებში, უკრაინის უმაღლეს რადას ბალისტიკური დარტყმის საფრთხე ემუქრება

კიევში სამთავრობო კვარტალზე შესაძლო თავდასხმის გამო უმაღლესი რადას სხდომა გაუქმებულია.

როგორც უკრაინული მედია იტყობინება, დეპუტატები დაბომბვის საფრთხის არსებობის შესახებ გააფრთხილეს და მოუწოდეს, შეზღუდონ სამთავრობო კვარტალში გადაადგილება.

დეპუტატმა ტარას ბატენკომ განაცხადა, რომ პოლიტიკოსებმა 21 ნოემბერს იცოდნენ ბალისტიკური დარტყმის საფრთხის შესახებ, დღეს კი მიღებულია ინფორმაცია ახალი საფრთხის თაობაზე.

„ჩვენ გვაქვს ინფორმაცია უკრაინის პარლამენტზე შესაძლო სარაკეტო თავდასხმის შესახებ უახლოეს დღეებში. ვნახოთ, მოხდება ეს თუ არა. პუტინმა მაქსიმალურად გაზარდა უკრაინელი ხალხისთვის ფსონები“, – განაცხადა ბატენკომ.

უმაღლესი რადას შემდეგი სხდომა დეკემბერშია დაგეგმილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები