ისრაელი ჰააგის სასამართლოს იურისდიქციას არ აღიარებს

ისრაელის პრემიერ-მინისტრი, ბენიამინ ნეთანიაჰუ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილებას გამოეხმაურა და მას მართლმსაჯულების ისტორიაში, შავი დღე უწოდა.

“ეს არის შავი დღე, ეს გადაწყვეტილება არღვევს დემოკრატიების ბუნებრივ უფლებას, დაიცვან თავი მკვლელი ტერორიზმისგან, – განაცხადა ისრაელის პრემიერ-მინისტრმა.

მისივე თქმით, ეს ანტისემიტური აქტი მათ უფლებას ზღუდავს, დაიცვან თავი მტრისგან.

„ისრაელი არ ცნობს და არ აღიარებს ამ გადაწყვეტილებას. ეს არის ანტისემიტური აქტი, რომელსაც აქვს ერთი მიზანი, შეგვიზღუდოს ჩვენი ბუნებრივი უფლება, დავიცვათ თავი მტრებისგან, რომლებსაც ჩვენი განადგურება სურთ. სასამართლო, რომელიც კაცობრიობის დასაცავად შეიქმნა, დღეს კაცობრიობის მტერი გახდა. ჰააგის სასამართლო არაფერს აკეთებს იმის წინაშე, რომ „ჰამასს“ 101 ადამიანი მძევლად ჰყავს“, – აღნიშნა ნეთანიაჰუმ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები