გიორგი ჩაკვეტაძე: დესტრუქციულ ოპოზიციას მოვუწოდებ, რომ გამოიყენონ ის მანდატი, რაც მათ ხალხმა მიანიჭა

“ქართული ოცნების” დეპუტატმა გიორგი ჩაკვეტაძემ ოპოზიციის წარმომადგენლებს პარლამენტში შესვლისკენ მოუწოდა.

მისივე თქმით, ოპოზიციამ ხალხის მიერ მინიჭებული მანდატი უნდა გამოიყენოს.

“დარწმუნებული ვარ, რომ დაგეგმილ რეფორმებსა და პროექტებში პარლამენტს განსაკუთრებული როლი ექნება და ვერავინ შეძლებს, რომ დესტრუქცია შემოიტანოს ამ პროცესში.
დესტრუქციულ ოპოზიციას გადაწყვეტილი აქვს რომ ქუჩაში დარჩნენ და მე მათ მოვუწოდებ, რომ გამოიყენონ ის მანდატი, რაც მათ ხალხმა მიანიჭა“, – განაცხადა ჩაკვეტაძემ.

ცნობისთვის, მე-11 მოწვევის პარლამენტი 25 ნოემბერს შეიკრიბება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები