დავით მათიკაშვილი: ვნახეთ ამაზრზენი დამოკიდებულება, რომელიც პროტესტის შიგნით გააჩნდათ ჟურნალისტების მიმართ, კარგი ლაკმუსის ქაღალდია იმისათვის, რომ საზოგადოებამ აღიქვას თუ რა ძალებთან აქვს საქმე რადიკალური ოპოზიციის სახით

ჩვენ ვნახეთ ის ამაზრზენი დამოკიდებულება, რომელიც პროტესტის შიგნით გააჩნდათ ჟურნალისტების მიმართ. ეს კარგი ლაკმუსის ქაღალდია იმისათვის, რომ საზოგადოებამ აღიქვას თუ რეალურად რა ძალებთან აქვს საქმე რადიკალური ოპოზიციის სახით, – ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ დავით მათიკაშვილმა განაცხადა.

დეპუტატი ასევე გამოეხმაურა დასავლელი პარტნიორებისა და კონკრეტული არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან ჟურნალისტებზე თავდასხმის ფაქტებთან დაკავშირებით დუმილს.

„რაც შეეხება იმას, რომ ორმაგი და სამმაგის სტანდარტები არსებობს ჩვენი პარტნიორების და ზოგიერთი არასამთავრობო ორგანიზაციის მხრიდან, ამით ვერ გაგვაკვირვებენ, რადგან ათწლეულებია ჩვენ ამ ორმაგ სტანდარტს ვაწყდებით“, – განაცხადა მათიკაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები