გია ვოლსკი: ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებისადმი გაგზავნილი წერილით კიდევ ერთხელ დაადასტურეს, რომ ისინი არიან ადამიანები, რომლებიც ცდილობენ, რომ ქვეყანას დიდი ზიანი მიაყენონ

კიდევ ერთხელ დაადასტურეს, რომ ისინი არიან ადამიანები, რომლებიც ცდილობენ, რომ ქვეყანას დიდი ზიანი მიაყენონ,- ასე ეხმაურება ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებისადმი ოპოზიციის მიერ საიდუმლოდ გაგზავნილ წერილს პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი.

მისი თქმით, წერილში ეს ყველაფერი აღიარებასავითაა გადმოცემული.

„ამ წერილით კიდევ ერთხელ დაადასტურეს, რომ ისინი არიან ადამიანები, რომლებიც თავის ქვეყანაზე კი არ ზრუნავენ, არამედ პირიქით ცდილობენ, რომ დიდი ზიანი მიაყენონ. წერილში ეს ყველაფერი აღიარებასავითაა და უნდა წავიკითხოთ, როგორც გამჟღავნება იმ ბოროტი გეგმისა, რომელსაც წლების განმავლობაში ახორციელებდნენ“, – აღნიშნა ვოლსკიმ.

ცნობისთვის, ოთხმა ოპოზიციურმა პარტიამ – „ნაციონალურმა მოძრაობამ“, „ახალმა“, „ლელომ“ და „გახარია – საქართველოსთვის“, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებს წერილით მიმართეს, რომლითაც საქართველოსთან ყველა დონეზე ურთიერთობების შეჩერება და ახლად არჩეული პარლამენტის არალეგიტიმურად გამოცხადება მოითხოვეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები