აშშ-მა რუსეთის დიპლომატიური მისიებისთვის „გაზპრომბანკთან“ დაკავშირებული ტრანზაქციები დაუშვა

აშშ-მა თავის მოქალაქეებს უფლება მისცა განახორციელონ ფინანსური ოპერაციები, რომლებიც დაკავშირებულია საზღვარგარეთ რუსეთის დიპლომატიური და საკონსულო წარმომადგენლობების ოფიციალურ საქმიანობასთან.

როგორც „რია ნოვოსტი“ იუწყება, ამგვარი ტრანზაქციების განხორციელება იმ შემთხვევაში იქნება დასაშვები, თუ ასეთი ოპერაციები მოიცავს „გაზპრომბანკის“ ან მისი შვილობილი სტრუქტურების მონაწილეობას, რომელთა მონაწილეობის წილი 50%-ს აღემატება.

აღნიშნული ლიცენზია საშუალებას იძლევა განხორციელდეს ოპერაციები, რომლებიც აუცილებელია რუსეთის დიპლომატიური მისიების მუშაობის უზრუნველსაყოფად, მათ შორის თანამშრომლებისთვის ხელფასების გადახდისა და მათი ხარჯების ანაზღაურებისთვის.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები