American Airlines-ის მგზავრი ფრენისას სტიუარდესას თავს დაესხა და თვითმფრინავის კარის გაღება სცადა

აშშ-ში, American Airlines-ის მგზავრმა, ფრენის დროს თვითმფრინავის კარის გაღება სცადა, ის სხვა მგზავრებმა გააკავეს და წებოვანი ლენტის გამოყენებით დააბეს.

მედიის ინფორმაციით, თვითმფრინავი დალასის მიმართულებით მიფრინავდა, როდესაც ერთ-ერთი მგზავრი სტიუარდესას კარის გაღებას სთხოვდა, რადგან მას სასწრაფოდ გარეთ გასვლა სჭირდებოდა. უარის მიღების შემდეგ ის აგრესიული გახდა, გამცილებელს თავს დაესხა და ძალის გამოყენებით სცადა კარის გაღება.

მგზავრი, რომელიც აფექტურ მდგომარეობაში იმყოფებოდა, თვითმფრინავიდან შშმ პირებისთვის განკუთვნილი ეტლით ჩამოიყვანეს და სამედიცინო გამოკვლევებზე გაგზავნეს.

მგზავრის გამო, დალასის აეროპორტში დაფრენისას, თვითმფრინავს აეროპორტში პოლიცია დახვდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები