ისრაელის არმიის მიერ განხორციელებულ ორ სამხედრო ოპერაციას ღაზის სექტორში 88 ადამიანი ემსხვერპლა
ისრაელის არმიამ ღაზის ორ ქალაქში შეტევა განახორციელა, რასაც 88 ადამიანი ემსხვერპლა,- ამის შესახებ aljazeera იუწყება.
გავრცელებული ინფორმაციით, ორი სამხედრო ოპერაცია ღაზის ორ ქალაქში: ბეიტ ლაჰიაში და ქალაქ ღაზის შეიხ რადვანის უბანში მოხდა.
დაღუპულთა შორის 10 ბავშვია, დაშავებულია ათეულობით ადამიანი. დაბომბვის შედეგად შენობების ნანგრევებში ათეულობით ადამიანია მოყოლილი და შესაძლოა, დაღუპულთა რაოდენობა გაიზარდოს.
ადგილობრივების თქმით, დაბომბვა იმ დროს განხორციელდა, როდესაც მოსახლეობას ეძინა.
გავრცელებული ინფორმაციით, ისრაელის არმიამ ასევე ჩრდილოეთ ღაზის ალ-ავდას საავადმყოფოს ეზოს დაარტყა.