ისლანდიაში წელს ვულკანი მეშვიდედ ამოიფრქვა(ვიდეო)

ისლანდიაში მიმდინარე წელს ვულკანი უკვე მეშვიდედ ამოიფრქვა.

უცხოური მედიის ცნობით, ვულკანი დედაქალაქიდან სამხრეთით, რეიკიანესის ნახევარკუნძულზე მდებარეობს. ამოფრქვევის გამო ევაკუაცია გამოცხადდა ქალაქ გრინდავიკში, სადაც საგანგებო მდგომარეობა მოქმედებს.

ისლანდიის მეტეოროლოგიური სამსახურის ინფორმაციით, ლავის ნაკადი გრინდავიკის გზატკეცილიდან, დაახლოებით, 700-800 მეტრის მოშორებით მიედინება.

მეტეოროლოგიურ სამსახურში ასევე აღნიშნავენ, რომ ამჟამად ამოფრქვევა, აგვისტოსთან შედარებით, ნაკლებად მძლავრია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები