Bloomberg: უკრაინამ პირველად დაბომბა რუსული ტერიტორია ბრიტანული Storm Shadow რაკეტებით
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა რუსეთის სამხედრო ობიექტებს დიდი ბრიტანეთის საკრუიზო რაკეტები Storm Shadow პირველად ესროლა. ამის შესახებ ინფორმაციას Bloomberg-ი ავრცელებს.
გამოცემა არ აკონკრეტებს როდის და კონკრეტულად სად დაბომბა უკრაინამ სამიზნეები ბრიტანული წარმოების რაკეტებით.
რუსული პროპაგანდისტული „ტელეგრამის“ არხები იუწყებიან, რომ Storm Shadow-ის ნამსხვრევები იპოვეს კურსკის ოლქში, ხოლო ორი რაკეტა კრასნოდარის მხარეში, შავი ზღვის პორტის იეისკის თავზე იქნა შეჩერებული. ამ ეტაპზე, აღნიშნული ინფორმაცია ოფიციალურად არ დადასტურებულა.