პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი 8 დეკემბერს გაიხსნება
პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის გახსნის საზეიმო ცერემონია 8 დეკემბერს გაიმართება. 5 წლის წინ გაჩენილი ხანძრის შემდეგ დაწყებული რესტავრაცია საბოლოო ეტაპზეა.
2019 წლის აპრილში ხანძარმა მე-12 საუკუნის არქიტექტურის შედევრი მნიშვნელოვნად დააზიანა. ცეცხლმა პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის ზედა ნაწილი გაანადგურა. ცეცხლის გაჩენის კონკრეტული მიზეზი დღემდე უცნობია, საფრანგეთის პროკურატურა ორ ვერსიას განიხილავს – ნამწვავის აალება ან გაუმართავი ელექტროგაყვანილობა.
პარიზში შენობის აღდგენაზე 500 სპეციალისტი ხუთი წელი მუშაობდა. პროექტის ღირებულებამ 550 მილიონი ევრო შეადგინა. აღდგენით სამუშაოებს ზედამხედველობას არქიტექტორი ფილიპ ვილნევი უწევდა.