იტალიაში მედიცინის მუშაკები გაიფიცნენ
იტალიაში ათასობით ექიმი და ექთანი დღეს სამსახურში არ გავიდა, ისინი სამუშაო პირობებს და ანაზღაურებას აპროტესტებენ,- ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
ჯანდაცვის სფეროში დასაქმებულთა პროფკავშირები აცხადებენ, რომ მთავრობის 2025 წლის ბიუჯეტში არასაკმარისი სახსრებია კადრების დასამატებლად და ხელფასების გასაზრდელად.
წინასწარი შეფასებით, გაფიცვაში ჯანდაცვის სფეროს თანამშრომელთა 85% მონაწილეობს.
ქვეყანაში, დღის განმავლობაში ხელმისაწვდომი იქნება გადაუდებელი სამედიცინო მომსახურების მინიმალური დონე.
ჯანდაცვის მინისტრი ორაციო სკილაჩი აცხადებს, რომ მთავრობა მზად არის, შეხვდეს პროფკავშირების წარმომადგენლებს და პრობლემების გადაჭრას მოლაპარაკებების მაგიდასთან ეცადოს.
გავრცელებული ინფორმაციით, მომავალ შაბათ-კვირას იტალიაში დაგეგმილია რკინიგზის თანამშრომლების გაფიცვა.