პაკისტანში თვითმკვლელმა ტერორისტმა საკუთარი მანქანა ააფეთქა – დაიღუპა 12 ჯარისკაცი

პაკისტანში უსაფრთხოების პუნქტთან თვითმკვლელმა ტერორისტმა ასაფეთქებელი ნივთიერებით დატვირთული მანქანა ააფეთქა, რის შედეგადაც 12 ჯარისკაცი დაიღუპა, რამდენიმე კი დაიჭრა.

სამხედროებს არ უთქვამთ, ვინ იდგა თავდასხმის უკან, მაგრამ პასუხისმგებლობა ისლამისტურმა მებრძოლთა დაჯგუფება Hafiz Gul Bahadur-მა აიღო.

როგორც ცნობილია, 2022 წლის ნოემბრის შემდეგ პაკისტანში თავდასხმები გაიზარდა, როდესაც პაკისტანის თალიბანმა ისლამაბადთან ცეცხლის შეწყვეტა დაასრულა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები