პორტუგალიაში, ზაზუნების გაქცევის გამო, ავიარეისი 5 დღით გადაიდო
პორტუგალიაში 100-ზე მეტი ზაზუნის გაქცევის გამო დაგეგმილი ავიარეისი 5 დღით გადაიდო,- ამის შესახებ ადგილობრივი მედია იტყობინება.
მათივე ცნობით, ავიარეისის გადადება ბორტზე მყოფმა ზაზუნების გაქცევამ გამოიწვია.
თვითმფრინავი ლისაბონიდან პონტა დელგადაში მიფრინავდა. ლაინერს გალიებში მოთავსებული ზაზუნები უნდა გადაეყვანა, რომლებიც შინაური ცხოველების მაღაზიისთვის იყო განკუთვნილი.
„დაშვების შემდეგ აღმოაჩინეს, რომ ერთ-ერთი გალია დაზიანებული იყო, 132 მღრღნელი კი გაიქცა. რეისი, რომელიც მეორე დღეს უნდა შესრულებულიყო, გაუქმებულად გამოაცხადეს“, – იტყობინება მედიასაშუალება.
ტექნიკური სამსახურის თანამშრომლებმა ავიალაინერი დეტალურად დაათვალიერეს. ისინი 5 დღის განმავლობაში ცდილობდნენ გაქცეული ზაზუნების დაჭერას.
საბოლოოდ, თვითმფრინავი წარმატებით დაეშვა ლისაბონში.