ზელენსკი – “საომარი მდგომარეობის დროს, უკრაინის კონსტიტუცია არ გვაძლევს უფლებას, არჩევნები ჩავატაროთ”

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინაში საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარება საომარი მდგომარეობის დროს შეუძლებელია.

„ჩვენ ყველამ ვიცით, რომ საომარი მდგომარეობის დროს უკრაინის კონსტიტუცია არ გვაძლევს უფლებას ჩავატაროთ არჩევნები. ამის გაკეთებას უკრაინისგან მსოფლიოში არავინ ითხოვდა და არც ითხოვს. თუმცა, ჩვენთან უკრაინაში არსებობენ ადამიანები, რომლებსაც ისე მოსწყურდათ, რომ მათ სახელმწიფოს შიგნით უფრო უნდათ ბრძოლა, ვიდრე სახელმწიფოსთვის“, – აღნიშნა ზელენსკიმ.

მისი თქმით, უკრაინას ჯერ სამართლიანი მშვიდობა სურს, ხოლო ამის შემდეგ სამართლიან არჩევნებს ჩაატარებს.

ცნობისთვის, ზელენსკი უკრაინის პრეზიდენტი 2019 წელს გახდა. უკრაინაში მორიგი საპრეზიდენტო არჩევნები 2024 წლის 31 მარტს უნდა ჩატარებულიყო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები