ანდრეი სიბიგა: მადლობელი ვარ შვეიცარიელი და ქართველი კოლეგების, ინიაციო კასისისა და მაკა ბოჭორიშვილის მათი ლიდერობისთვის და ყველა ქვეყნის, რომელმაც მკაფიოდ დაუჭირა მხარი გაეროს წესდებისა და ჰელსინკის პრინციპების დაცვას

პირადად მადლობელი ვარ ჩემი შვეიცარიელი და ქართველი კოლეგების, ინიაციო კასისისა  და მაკა ბოჭორიშვილის, მათი ლიდერობისთვის და ყველა იმ ქვეყნის, რომელმაც დღეს მკაფიოდ დაუჭირა მხარი გაეროს წესდებისა და ჰელსინკის პრინციპების დაცვას, – ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანდრეი სიბიგამ განაცხადა.

მან, უკრაინის მოთხოვნით, ვენაში ეუთო-ს მუდმივმოქმედი საბჭოსა და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის ფორუმის სპეციალურად გამართულ ერთობლივ სხდომაზე ისაუბრა.

„დღეს, უკრაინის მოთხოვნით, ვენაში ეუთო-ს მუდმივმოქმედი საბჭოსა და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის ფორუმის სპეციალური ერთობლივი სხდომა გაიმართა.

ეს შეხვედრა ეხებოდა რუსეთის მიერ უკრაინაზე განხორციელებულ მასირებულ სარაკეტო და დრონებით თავდასხმებს, ასევე მოსკოვის ბოლო დროინდელ მუქარებს.

ეუთო-ს მონაწილე სახელმწიფოებმა მკაცრად დაგმეს რუსული ტერორი და კიდევ ერთხელ დაადასტურეს თავიანთი მტკიცე მზადყოფნა, გააგრძელონ უკრაინის მხარდაჭერა.

მიუხედავად მოსკოვის მცდელობისა, დააშინოს ჩვენი სახელმწიფო და უცხოელი დიპლომატები, საერთაშორისო საზოგადოება მყარად დგას უკრაინის გვერდით.

მე ვაფასებ ყველა გზავნილს გულწრფელი სოლიდარობისა და მხარდაჭერის შესახებ, ისევე როგორც ეუთო-ს შვეიცარიის თავმჯდომარეობისა და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის ფორუმის საქართველოს თავმჯდომარეობის სწრაფ რეაგირებას ამ შეხვედრის მოწვევასთან დაკავშირებით.

პირადად მადლობელი ვარ ჩემი შვეიცარიელი და ქართველი კოლეგების, ინიაციო კასისისა  და მაკა ბოჭორიშვილის, მათი ლიდერობისთვის და ყველა იმ ქვეყნის, რომელმაც დღეს მკაფიოდ დაუჭირა მხარი გაეროს წესდებისა და ჰელსინკის პრინციპების დაცვას“, – აღნიშნა  ანდრეი სიბიგამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები