ევროპარლამენტარი: ისეთი შთაბეჭდილება მაქვს, რომ ევროპარლამენტში დებატები მიდის ასე ვთქვათ ოცნებაზე – უკაცრავად, მაგრამ ქართული პოლიტიკა საქართველოში ხორციელდება და არა – ბრიუსელში

French far-right Rassemblement National (RN) former candidate for the presidency of Provence-Alpes-Cote d'Azur (PACA) regional council Thierry Mariani speaks during the campaign rally in Reims, eastern France, on February 5, 2022. French voters go to the polls in April 2022 for a presidential election. (Photo by STEPHANE DE SAKUTIN / AFP)

ისეთი შთაბეჭდილება მაქვს, რომ დებატები მიდის ასე ვთქვათ ოცნებაზე. უკაცრავად, მაგრამ ქართული პოლიტიკა საქართველოში ხორციელდება და არა – ბრიუსელში, – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა ტიერი მარიანიმ „იმედი LIVE“-ში ევროპარლამენტში დღეს გამართულ დებატებთან დაკავშირებით განაცხადა.

„[დებატებზე] რეალობაზე უნდა გვესაუბრა რაც იყო საქართველოში. შედგა არჩევნები, დადგა შედეგი. მე ისეთი შთაბეჭდილება მაქვს, რომ დებატები მიდის ასე ვთქვათ ოცნებაზე. უკაცრავად, მაგრამ ქართული პოლიტიკა საქართველოში ხორციელდება და არა – ბრიუსელში. მომისმენია კოლეგებისგან, რომ არ იყო შედეგები კარგი, სხვა შედეგი გვჭირდება და იქნებ ახალი არჩევნები დავნიშნოთ, კარგი იქნება თუ ქუჩებში მძაფრი რეაქცია იქნებაო. ორი ტიპის პოლიტიკოსები არსებობენ – პარლამენტის წევრები, რომლებსაც ესმით ხალხის ხმა, რომლებმაც დაინახეს შედეგები და ჯგუფი პარლამენტარების, რომლებიც ოცნებობენ შედეგებზე. ამიტომ ეს დებატები ჩემთვის ძალიან უცნაური იყო. მე მაგალითად კოლეგა მყავს, რომლისთვისაც კოშმარად იქცა მათი ოცნება. ოცნებობდნენ, შედეგი არ მიიღეს, მაგრამ პატივი უნდა სცენ, თუმცა არ სურთ პატივი სცენ შედეგებს და ამიტომ ვეძახი ამას საშიშს“, – აღნიშნა ევროპარლამენტარმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები