“ვთავაზობთ ყველა ძალას, ერთობლივად ჩავხსნათ სიები და დავტოვოთ მანდატები” – მამუკა ხაზარაძე

“ჩვენ ვთავაზობთ ყველა ძალას, ვისაც მიღებული აქვს მანდატები კანონით განსაზღვრული წესით, ერთობლივად, ერთ დღეს, ერთ დროს განვახორციელოთ ეს პროცედურული ქმედება და ერთად მივმართოთ სიების ჩახსნისა და მანდატების დატოვების მოთხოვნით შესაბამის უწყებებს”, – ამის შესახებ “ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ განაცხადა.

მისი თქმით, “ძლიერი საქართველოს“ პოლიტსაბჭომ დღეს ოფიციალურად უყარა კენჭი და დაამტკიცა გადაწყვეტილება საპარლამენტო სიების ჩახსნისა და მანდატების ოფიციალურად დატოვებასთან დაკავშირებით.

“ამით წერტილს დავუსვამთ ინტერპრეტაციებს და არ მივცემთ არავის ამ თემაზე სპეკულაციების საშუალებას.

მეტი საჯაროობისთვის, მზად ვართ, ეს პოლიტიკური აქტი განვახორციელოთ პრეზიდენტთან შეთანხმებით და მისი ჩართულობით“, – აღნიშნა ხაზარაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები