კირცხალია – ევროპარლამენტარების ნაწილს: ვერ დაარწმუნებთ ქართველებს, რომ ლგბტ პროპაგანდაზე გადის ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავალი

“მეგობრებო, ვერ დაარწმუნებთ ქართველებს, რომ ლგბტ პროპაგანდაზე გადის ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავალი”, – ამის შესახებ „დღის ქრონიკაში“ საუბრისას ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ, ირაკლი კირცხალიამ განაცხადა.

„პირადად მე და ჩემი გუნდის არაერთ წევრს არაერთი პლატფორმიდან გვისაუბრია, რომ აღნიშნული ჩვენთვის გასაკვირია და ვსვამთ ობიექტურ კითხვას. ვესაუბრებით მათ; ასევე ვუსვამთ კითხვას აქ, ჩვენს მოქმედ ოპოზიციას „კოლექტიური ნაცმოძრაობიდან“, აგვიხსნან ჩვენმა მეგობრებმა, პარტნიორებმა, შემოვიდნენ სამართლებრივ დისკუსიაში, თუ როგორ შეიძლება გამჭვირვალეობის შესახებ კანონი იყოს შემაფერხებელი ქვეყნის ევროინტეგრაციის გზაზე.

ჩვენ მოვისმინეთ განცხადებები, პირდაპირ დარწმუნებითა და დამაჯერებლად საუბრობდნენ, ეს არ არის თურმე, ქართველი ხალხის ინტერესი – ეს იყო წინასაარჩევნოდ. ახლა ყველამ ნახა 26 ოქტომბრის შედეგები. ჩემი აზრით, ამით ობიექტურად დაკვირვებულმა ადამიანმა, ნებისმიერმა თანამდებობის პირმა ჩვენს პარტნიორ ქვეყანაში, ვფიქრობ, რაღაც დასკვნები უნდა გამოიტანოს, მინიმუმ უნდა გადახედოს იმ წყაროებს, რა წყაროებითაც ინფორმაციას იღებდა, რაც შემდეგ აძლევდათ საფუძველს, რომ თურმე, ეს არ ყოფილა ქართველების ინტერესი; ხომ ნახეს, რა ყოფილა ქართველების ინტერესი“, – აღნიშნა კირცხალიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები