ვატო შაქარიშვილი: კიდევ ერთხელ დაინგრა მითი იმასთან დაკავშირებით, რომ ევროკავშირი და მთლიანად ევროპა არ ცნობს საქართველოში ჩატარებულ თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს
„ერთიანი ნეიტრალური საქართველოს” წევრი ვატო შაქარიშვილი, საქართველოსთან დაკავშირებით ევროპარლამენტში გამართულ დებატებს გამოეხმაურა.
„კიდევ ერთხელ დაინგრა მითი იმასთან დაკავშირებით, რომ ევროკავშირი და მთლიანად ევროპა არ ცნობს საქართველოში ჩატარებულ თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს. საზოგადოება მთელი დღის განმავლობაში ადევნებდა თვალს, რომ ნაცმედია ჩვეული, ისტერიული ტონით როგორ აანონსებდა, რომ ევროპარლამენტში ჩაინიშნა სპეციალური მოსმენა. მათივე ლობისტების მიერ მოწვეული სხდომა ჩატარდა სრულიად ცარიელ დარბაზში და დაირღვა ბალანსი საქართველოსადმი ნეგატიურად განწყობილ განცხადებებსა და აბსოლუტურად სამართლიან, ადეკვატურ მხარდამჭერ განცხადებებს შორის. ქართველ ხალხს და ქართველ სახელმწიფოს ჰყავს ბუნებრივი მოკავშირეები, რომლებთანაც გვაქვს საერთო ღირებულებები“, – განაცხადა ვატო შაქარიშვილმა.