ირაკლი კირცხალია – ევროპარლამენტში გამართულ დებატებზე: ეს იყო ევროპარლამენტში კონკრეტული ჯგუფის კიდევ ერთი ლუსტრაცია პოსტსაარჩევნოდ

“ეს იყო ევროპარლამენტში კონკრეტული ჯგუფის კიდევ ერთი ლუსტრაცია პოსტსაარჩევნოდ”, – განაცხადა „დღის ქრონიკასთან“ საუბრისას ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე ირაკლი კირცხალიამ, რითაც ევროპარლამენტში გამართულ დებატებს გამოეხმაურა.

„რას შეიძლება, ეს ემსახურებოდეს? ეს არის საქართველოში საზოგადოების აზრის ფორმირების მცდელობა თუ ევროპარლამენტში აზრის ფორმირების მცდელობა? მე ვიტყოდი, რომ ორივე.

როგორც წინასაარჩევნოდ, კარგად ახსოვს საზოგადოებას, რაოდენ უპრეცედენტო იყო თუნდაც ევროპარლამენტიდან იმ კონკრეტული, ლობისტური ჯგუფების არა მხოლოდ განცხადებები, არამედ პირდაპირ ჩარევა ქვეყნის საშინაო საქმეებში. და ასევე, პირდაპირ განსაკუთრებით წინასაარჩევნოდ, მაქსიმალური ჩარევა და მცდელობა, რომ ამომრჩევლის აზრზე რაღაც ფორმირება მოეხდინათ. ეს როგორ გამოუვიდათ მათ ამ კონკრეტულ ლობისტურ ჯგუფებს, რომლის გაგრძელებასაც ვხედავთ პოსტ საარჩევნოდ, ეს იქნება აქ დელეგაციები რუსთაველის გამზირზე თუ ევროპარლამენტში თითქმის 80% ცარიელ დარბაზში, ყველაფერზე მიუთითებს კარგად და საზოგადოებამ და ქართველმა ხალხმა გასცა მათ ღირსეული პასუხი, თუ რა დონეზე შეუძლიათ აი ასეთ ლობისტურ ჯგუფებს აქ აყალიბონ საზოგადოებრივი აზრი. აქ ეს არ გამოუვიდათ. ახლა ვხედავთ მცდელობას, რომ ეს გააკეთონ პოსტსაარჩევნოდ. რა თქმა უნდა არ გამოუვათ ეს თემა, უკვე გაშიფრულები, ნიღაბჩამოხსნილები არიან“, – განაცხადა ირაკლი კირცხალიამ.

საქართველოში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით, ევროპარლამენტარების პოზიციები განსხვავებულია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები