ისრაელის თავდაცვის მინისტრი: ისრაელი “ჰეზბოლას” წინააღმდეგ სამხედრო მოქმედებებს არ შეწყვეტს
ისრაელი არ შეწყვეტს სამხედრო მოქმედებებს, რომელსაც დაჯგუფება „ჰეზბოლას“ წინააღმდეგ აწარმოებს,- ამის შესახებ ქვეყნის თავდაცვის მინისტრმა, ისრაელ კაცმა განაცხადა.
„ჩვენ გავაგრძელებთ „ჰეზბოლასთან“ ბრძოლას მთელი ძალით, სანამ ომის მიზნებს არ მივაღწევთ. ისრაელი არ დათანხმდება არცერთ ისეთ შეთავაზებას, რომელიც მას დამოუკიდებლად ტერორიზმის დამარცხებისა და პრევენციის საშუალებას არ მისცემს, არ დაარწმუნებს, რომ ლიბანში ომმა საკუთარ მიზნებს მიაღწია, „ჰეზბოლას“ განიარაღების, მდინარე ლითანის გაღმა მისი უკუგდების და ჩრდილოეთით მცხოვრებლების საკუთარ სახლებში უსაფრთხოდ დაბრუნების ჩათვლით“, – დაწერა კაცმა სოციალურ ქსელ X-ში.
მისივე თქმით, ისრაელის თავდასხმითი მოქმედებების შედეგად “ჰეზბოლას” შესაძლებლობების დასუსტება უნდა გაგრძელდეს.