აშშ-მა სირიაში პროირანული დაჯგუფებების ობიექტებს დაარტყა
აშშ-მა სირიაში, პროირანული დაჯგუფებების ცხრა ობიექტზე დარტყმები განახორციელა.
“ეს საპასუხო ქმედებაა გასული 24 საათის განმავლობაში, სირიაში ამერიკული პერსონალის წინააღმდეგ განხორციელებული თავდასხმებისთვის”- განმარტავენ აშშ-ის შეიარაღებული ძალების ცენტრალურ სარდლობაში.
სამიზნე ობიექტების შესახებ დამატებითი დეტალები და არც ის, კონკრეტულად რომელი დაჯგუფებების წინააღმდეგ განხორციელდა იერიში, არ საჯაროვდება.
სირიაში ამერიკული სამხედრო კონტინგენტი, დაახლოებით, 900 ადამიანს შეადგენს.