პრეზიდენტის რეზიდენციასთან აქცია მიმდინარეობს
თბილისში, ათონელის რეზიდენციასთან ამ წუთებში აქცია მიმდინარეობს.
აქცია პრეზიდენტის რეზიდენციასთან გუშინ დაანონსდა.
აქციაზე შეკრებილი მოქალაქეები ამბობენ, რომ ამ ფორმით საკუთარ ხმებს იცავენ.
მმართველ პარტიაში აცხადებენ, რომ ოპოზიცია სავარაუდო გაყალბების ოფიციალური მტკიცებულებების არარსებობის ფონზე, ისევ აქციების გამართვას ცდილობს, თუმცა საზოგადოების მობილიზებას ვერ ახერხებს.