“კრიზისი სახეზეა და ჩვენი მეგობრები აქ არიან, რომ ვნახოთ, მოვიპოვოთ ის გზები, რითაც შეიძლება, საქართველო გამოვიდეს ამ კრიზისიდან” – პრეზიდენტი
საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ევროკავშირის 8 ქვეყნის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეების დელეგაციას შეხვდა.
შეხვედრის შემდგომ, მან პრესკონფერენცია გამართა, სადაც აღნიშნა, რომ ევროპელი ლიდერები საქართველოში არიან, რათა მას კრიზისიდან გამოსვლაში დაეხმარონ.
“კრიზისი სახეზეა და ჩვენი მეგობრები აქ არიან, რომ ვნახოთ, მოვიპოვოთ ის გზები, რითაც შეიძლება, საქართველო გამოვიდეს ამ კრიზისიდან – ქვეყანა გამოვა ამ კრიზისიდან სამართლიანი ფორმით, დავუბრუნდებით ახალ არჩევნებს იმისთვის, რომ საქართველომ მიიღოს ლეგიტიმური პარლამენტი.
ჩვენი გზა არის სტაბილურობის, დემოკრატიის და ევროპის გზა. სხვა გზა საქართველოსთვის არ არსებობს და ჩვენი მეგობრები, ვინც აქ არიან, ამაში არიან ჩვენთან ერთად,“ – განაცხადა ზურაბიშვილმა.