მაჭარაშვილი – ოპოზიციაზე: მტკიცებულებები რომ ჰქონოდათ, არა მხოლოდ პროკურატურაში, მედიაშიც წარადგენდნენ
“არავითარი მტკიცებულებები არ ჰქონდათ და იმიტომ ვერ წარადგინეს. მტკიცებულებები რომ ჰქონოდათ, არა მხოლოდ პროკურატურაში, არამედ მედიაშიც წარადგენდნენ”, – ამის შესახებ “ხალხის ძალის” წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა საპარლამენტო ოპოზიციაზე საუბრისას განაცხადა.
მან კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ოპოზიციას არჩევნების გაყალბების არავითარი მტკიცებულება არ გააჩნია.
“მათ შორის, ამერიკამ, ევროკავშირმა მოუწოდა ზურაბიშვილსა და ოპოზიციას, რომ თუ მტკიცებულებები გაქვთ, უნდა მიიტანოთ პროკურატურაშიო. პროკურატურაში ვერაფერი მიიტანეს, იმიტომ, რომ რაც არ აქვთ რას მიიტანდნენ. ეს საკითხი ისეთივე საპნის ბუშტი იქნება, როგორც ნებისმიერი მათი საკითხი, ეს რიგგარეშე არჩევნებს ეხებოდა, გაყალბებას, პარლამენტში შესვლა-არშესვლას, ქვეყანაში შავ ხვრელებს ეხებოდა, რაც, რა თქმა უნდა, არ დადასტურდა”, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.