დავით ზალკალიანი – აშშ-თან ურთიერთობებზე: არის პერიოდები, როდესაც მეგობრებს შორისაც არის უთანხმოება და ამ მხრივ საქართველო უნიკალური არ არის; დარწმუნებული ვარ, ეს დროებითი სირთულეები დაძლევადია

“დარწმუნებული ვარ, ის დროებითი სირთულეები, რომლებიც არსებობს ჩვენს ურთიერთობაში და მინდა, ვაღიარო, რომ ეს სირთულეები არსებობს, ყველაფერი დაძლევადია”, – ამის შესახებ გადაცემაში „ნოესთან“ სტუმრობისას აშშ-ში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, დავით ზალკალიანმა განაცხადა.

ზალკალიანმა საქართველო-ამერიკის ურთიერთობებზე ისაუბრა.

„არ არსებობს ურთიერთობები პრობლემების გარეშე და იქ, სადაც არის მეგობრობაზე საუბარი, სადაც არის სტრატეგიულ პარტნიორობაზე საუბარი, რა თქმა უნდა, არის პერიოდები, როდესაც მეგობრებს შორისაც არის უთანხმოება და ამ მხრივ საქართველო უნიკალური არ არის. ბუნებრივია, ჩვენც ამ პროცესების ნაწილი ვართ.

დარწმუნებული ვარ, ის დროებითი სირთულეები, რომელიც არსებობს ჩვენს ურთიერთობაში და მინდა ვაღიარო, რომ ეს სირთულეები არსებობს, ეს ყველაფერი დაძლევადია. დარწმუნებული ვარ, ჩვენ ამას ერთობლივად დავძლევთ და ჩვენი ურთიერთობები არა თუ დაბრუნდება იმ მდგომარეობაში, რა მდგომარეობაშიც იყო სტრატეგიული პარტნიორობა, არამედ თვისობრივად ახალ დონეზე ავა და გამყარდება“, – განაცხადა ზალკალიანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები