სალომე ზურაბიშვილი ევროკავშირის 8 ქვეყნის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეებს ხვდება
საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ევროკავშირის 8 ქვეყნის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეებს ხვდება.
ამის შესახებ პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახური იტყობინება.
შეხვედრის დასრულების შემდგომ, პრესკონფერენცია გაიმართება.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ამავე დელეგაციას შეხვედრაზე უარი უთხრა.