“გარკვეული ბიუროკრატები ოპოზიციის, ვითომ სამოქალაქო სექტორისა და სხვა, არა ქვეყნის ინტერესის მიმართულებით მხარდაჭერას გამოთქვამენ” – მარიამ ლაშხი
“გარკვეული ბიუროკრატები ოპოზიციის, ვითომ სამოქალაქო სექტორისა და სხვა, არა ქვეყნის ინტერესის მიმართულებით მხარდაჭერას გამოთქვამენ”, – ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, მარიამ ლაშხი აცხადებს, რითაც ევროკავშირის 8 ქვეყნის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეების თბილისში ჩამოსვლას ეხმაურება.
“რა თქმა უნდა, ეს არ ემსახურება საქართველოს მოქალაქეების ინტერესს, არ ემსახურება ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაციას. ეს ახალისებს არადემოკრატიულ და არა ქვეყნის ინტერესების საქმიანობას”, – განაცხადა მარიამ ლაშხმა.