ავთანდილ კუნჭულია: საზოგადოებას ძალიან კარგად ახსოვს, რომ გამჭვირვალობის ქართული კანონის წინააღმდეგ ოპოზიციის მთავარი არგუმენტი იყო სიტყვა – იმიტომ

საზოგადოებას ძალიან კარგად ახსოვს, რომ გამჭვირვალობის ქართული კანონის წინააღმდეგ ოპოზიციის მთავარი არგუმენტი იყო სიტყვა – იმიტომ, – ამის შესახებ პარლამენტის, ფრაქცია „ქართული ოცნების“ აპარატის უფროსმა ავთანდილ კუნჭულიამ განაცხადა.

„თუ ამ არგუმენტით აპირებენ ისინი სტრასბურგის სასამართლოში თავიანთი ინტერესების დაცვას, ვფიქრობ ეს ისეთივე „წარმატებით“ დასრულდება, როგორც ბატონი ხაზარაძის საქმე დასრულდა პარიზის არბიტრაჟში ანაკლიის პორტზე. შესაბამისად დასასრული მათთვის კარგი არ იქნება“,- განაცხადა კუნჭულიამ.

ინფორმაციისთვის, „პრაიმ ტაიმი“ წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში დაანონსებული საჩივარი არ გადაგზავნილა და აღნიშნულ საკითხზე იქ არც ერთი დოკუმენტი არ შესულა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები