“დარწმუნებული ვარ, რომ უფრო მეტ დინამიზმს შეიძენს საქართველოსა და ამერიკას შორის სტრატეგიული პარტნიორობა” – დავით ზალკალიანი
“ჩვენ გვქონდა დონალდ ტრამპთან ურთიერთობის გამოცდილება მისი პირველი პრეზიდენტობის დროს, ეს იყო საკმაოდ დინამიკური, ინტენსიური და მჭიდრო ურთიერთობა აშშ-სთან. სწორედ იმ პერიოდში იყო ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობა ერთ-ერთ ყველაზე მაღალ ნიშნულზე”, – ამის შესახებ ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, დავით ზალკალიანმა გადაცემაში „ნოესთან“ საუბრისას აღნიშნა.
„ჩვენ ამ ურთიერთობების ბაზისს, რომელიც მისი პირველი პრეზიდენტობის დროს ჩამოგვიყალიბდა, აუცილებლად გამოვიყენებთ. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ ჩვენ უკვე გვაქვს ეს გამოცდილება, კონტაქტები, აუცილებელი იქნება უკვე მის ახალ ადმინისტრაციასთან და წამყვან პოზიციებზე ახალ პირებთან სწრაფად კომუნიკაციაში შესვლა.
მე მხოლოდ და მხოლოდ პოზიტიურად ვარ განწყობილი. აუცილებლად გადაიტვირთება ურთიერთობები. დარწმუნებული ვარ, რომ უფრო მეტ დინამიზმს შეიძენს საქართველოსა და ამერიკას შორის სტრატეგიული პარტნიორობა“, – აღნიშნა დავით ზალკალიანმა.