გიორგი კალანდარიშვილმა ლაშა ფარულავა ცესკოს სხდომიდან გააძევა

ცენტრალური კომისიის თავმჯდომარემ,  გიორგი კალანდარიშვილმა „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ წევრი – ლაშა ფარულავა ცესკოში მიმდინარე სხდომიდან გააძევა.

ამის მიზეზი ის ფაქტი გახდა, რომ ფარულავამ ცესკოს წარმომადგენლებს “არჩევნების გამყალბებლები” უწოდა.

ფარულავამ კალანდარიშვილისგან გაფრთხილება მიიღო, თუმცა, მან პოლიტიკური განცხადებების გაკეთება გააგრძელა და სხდომის დატოვება მოუწია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები