“ბოლო ამოცანა ჰქონდათ, რომ კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ ეს ოთხი ფრთა პარლამენტში რაღაც რაოდენობით უნდა ყოფილიყო წარმოდგენილი, ყველაფერი გააკეთეს ამისთვის და შედეგიც მიიღეს” – კირცხალია
“ბოლო ამოცანა ჰქონდათ, რომ კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ ეს ოთხი ფრთა პარლამენტში რაღაც რაოდენობით უნდა ყოფილიყო წარმოდგენილი”, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ, ირაკლი კირცხალიამ განაცხადა.
„კიდევ ერთხელ, 26 ოქტომბერს დადასტურდა, რომ ესენი ერთი ძალაა – კოლექტიური „ნაცმოძრაობა“, ერთი ქოლგის და ფრთის ქვეშ როგორც შიგნით, ისე გარეთ თავიანთი ლობისტებისთვის. ბოლო ამოცანა ჰქონდათ, რომ კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ ეს ოთხი ფრთა პარლამენტში რაღაც რაოდენობით უნდა ყოფილიყო წარმოდგენილი, ყველაფერი გააკეთეს ამისთვის და ეს შედეგიც მიიღეს. როგორც პარაზიტირებდნენ, ახლაც ისე 20-30 კაცით პარაზიტირებენ საცობებში, რომ კიდევ უფრო მეტი დისკომფორტი შეუქმნან საზოგადოებას, მაგრამ დამერწმუნეთ, ეს ძალიან მალე დასრულდება“, – განაცხადა კირცხალიამ.