გასული ღამის განმავლობაში რუსებმა ხარკოვს მართვადი ავიაბომბებით შეუტიეს, ნაწილობრივ გაანადგურეს მაღალსართულიანი შენობა, რის შედეგადაც 25 ადამიანი დაშავდა, – ინფორმაციას უკრაინული მედია ხარკოვის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელზე, ოლეგ სინეგუბოვზე დაყრდნობით ავრცელებს.
სინეგუბოვის განცხადებით, დარტყმები დაფიქსირდა ხარკოვის შევჩენკოვის და სალტოვის რაიონებში.
ქალაქის მერმა, იგორ ტერეხოვმა აღნიშნა, რომ სალტოვის რაიონში, მაღალსართულიანი შენობიდან უკვე 30-ზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა, მათ შორის 4 ბავშვია.
“ხარკოვში აფეთქებები თითქმის ყოველდღე ხდება. რუსები ქალაქს თავს ესხმიან “შაჰედის” თავდასხმის თვითმფრინავებით და მართვადი ბომბებით”,- განაცხადა მერმა.