გერმანიიდან დონბასში ჰუმანიტარული დახმარების 200-ზე მეტი მანქანა ჩავა
გერმანია უკრაინას ჰუმანიტარულ დახმარებას მიაწვდის. უცხოური პრესის ინფორმაციით, დახმარება 200-ზე მეტ სატვირთო მანქანაში იქნება გადანაწილებული.
„ჩვენ გადავცემთ უკრაინელებს თბილ ტანსაცმელს, საბნებს, საწოლებს, საყოფაცხოვრებო ტექნიკას, პირველადი საჭიროების ნივთებს. პირველი სატვირთო მანქანები უკვე ჩატვირთულია და მიემართება უკრაინაში“, – განაცხადა უკრაინაში გერმანიის საელჩოს წარმომადგენელმა ანკა ფელდღუზენმა.
ფელდღუზენის თქმით, ჰუმანიტარული დახმარება უკრაინელებს ეტაპობრივად მიეწოდება. საბოლოოდ, საელჩოს წარმომადგენლის ინფორმაციით, უკრაინაში ჩავა ჰუმანიტარული დახმარების 110 სატვირთო მანქანა და 100-ზე მეტი მანქანა საცხოვრებელი მოძრავი ნაგებობებით.